ავტომობილების დილერების აუქციონებზე: რამდენად იაფია?
კომპანია Dealer101-ს სპეციალისტები ამტკიცებენ: თქვენ ათასობით დოლარს დაზოგავთ ათასობით დოლარს და მოიგებთ ავტომობილის ხარისხში, თუ შეიძენთ მას დილერების აუქციონზე.
მაშ ასე, რამდენად უფრო იაფია ავტომობილები დილერების აუქციონებზე საყოველთაოდ ხელმისაწვდომ აუქციონებთან შედარებით? ამერიკულმა კომპანია Dealer101-მ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებიც იძლევიან მტკიცების შესაძლებლობას: დაზოგვამ შეიძლება მიაღწიოს 20% და მეტ პროცენტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ დაზოგავთ $4000 დოლარს $20 000 ღირებულების ავტომობილზე. "მოქნილობის გამოვლენით თქვენ შეიძლება გქონდეთ უფრო წონადი შედეგის იმედიც ", – ნათქვამია კომპანიის სტატისტიკურ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ "მხოლოდ დილერებისათვის" განკუთვნილი აუქციონები არის აშშ-ში გარბენიანი ავტომობილებით მოვაჭრე ავტოსალონების ძირითადი მიმწოდებელი, რაც მოწმობს ამ სავაჭრო მოედნების საიმედოობაზე.
ონლაინ-ვაჭრობაზე გამოტანილი სატრანსპორტო საშუალებები იყოფა რამდენიმე კატეგორიად.
-
გაცვლით მიღებული ავტომობილები. მაგალითად, გამყიდველ დილერს ჰქონდა საქონლის ზედმეტობა (ან კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ვერ ჯდებოდა შემოთავაზებული ავტომობილების ხაზში) და მან გადაწყვიტა მისი გაცვლა.
-
ავტომობილები იჯარის შემდეგ: მანქანას ამოეწურა იჯარის 2-3 წლიანი ვადა და სალიზინგო კომპანიას სურს მისი გაყიდვა.
-
ჩამორთმეული ავტომობილები: ბანკებს და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს სურთ მათი გაყიდვა, რათა აინაზღაურონ ურჩი კლიენტების მიერ მიყენებული ზარალის ნაწილი.
-
მეორეული და დაზიანებული ავტომობილები: ხშირად მათ ყიდულობენ შეკეთების შემდეგ შემდგომი გადაყიდვის ან სათადარიგო ნაწილებად დაშლის მიზნით.
რა მდგომარეობაშია დილერების აუქციონებზე განთავსებული ავტომობილები?
"მხოლოდ დილერებისთვის" განკუთვნილ აუქციონებზე წარმოდგენილია ძალიან მრავალფეროვანი ავტომობილები. სავაჭრო მოედნების უმეტესობა სპეციალიზებულია კონკრეტულ კატეგორიებზე: მეორეული ავტომობილები, ბოლო წლების მოდელები, ეგზოტიკური და ძვირადღირებული ავტომობილები.
Dealer101 განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს ისეთ საავტომობილო აუქციონებს, როგორიცაა Manheim და Adesa, სადაც წარმოდგენილია ავტომობილები დაზიანების გარეშე, "სუფთა" საკუთრების უფლებებით. ზოგიერთი მანქანა ინარჩუნებს მწარმოებლის გარანტიას.
ბოლო დროის ტენდენციები მდგომარეობს იმაში, რომ "მხოლოდ დილერებისათვის" განკუთვნილი აუქციონებზე სულ უფრო მეტის «Frontline Ready», ანუ ექსპლუატაციისათვის მზა ავტომობილი. როგორც წესი, ის აღჭურვილია ანგარიშებით ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტში აუქციონის დაწყებამდე. ის დეტალურად არის აღწერილი მანქანის ყველა წინა პრობლემა, მიეთითება თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება მომავალში, იმ შემთხვევაშიც კი თუკი საუბარია მხოლოდ ლაქ-საღებავის საფარზე.
თუ რატომ ხდება ასე, ძალიან კარგად განმარტა რენდი კობატმა - vAuto, HomeNet, Rebates & Incentives-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. კერძოდ, ის ამტკიცებს: «თუ თქვენ შეგიძლიათ წარუდგინოთ მომხმარებელს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რით განსხვავდება კონკრეტული ავტომობილი, აღდგენის რა სამუშაოები ჩატარდა, თქვენ წარმატების გზაზე ხართ».
მომხმარებლის ნდობა უნდა გამოიწვიოს აღდგენის მეთოდებმაც. ამიტომ ბევრი დილერი თავად აღადგენს ავტომობილებს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (როგორიცაა iRecon), რომელიც იძლევა შეკეთების დროის შემცირებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ვის შეუძლია ყიდვა მხოლოდ დილერებისთვის განკუთვნილ აუქციონებზე?
"მხოლოდ დილერებისათვის" განკუთვნილი აუქციონები დახურულია ფართო პუბლიკისათვის. მათში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ლიცენზირებულ დილერებს.
შესაბამისი ლიცენზიის მიღება - რთული პროცესია. კერძოდ, მისი ფლობა შეუძლებელია, თუ თქვენ არ ადასტურებთ რეგულარულად, რომ ავტომობილების შეძენა მათი შემდგომი რეალიზების მიზნით - თქვენი ბიზნესია და არა თანმხლები საქმიანობა.
საბედნიეროდ, ზოგიერთი დილერი, მათ შორის Columbus, სთავაზობენ შუამავლის (ბროკერის) მომსახურებას. ეს აძლევს რიგით მომხმარებლებს შესაძლებლობას შეიძინონ ავტომობილები დილერების ფასდაკლებით, რომელიც ხანდახან აღწევს ავტომობილის “საცალო“ ღირებულების 30%.
Columbus-ის უმაღლესი “ა“ კატეგორიის დილერის ანგარიშის გამოყენებით კომპანიის კლიენტები არამხოლოდ იძენენ ავტომობილს მაქსიმალურად იაფად, არამედ იღებენ მანქანას შემოწმებული ექსპლუატაციის ისტორიით და ზუსტი ინფორმაციით მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
--------
დაურეკეთ Columbus-ის მენეჯერებს და შეიძინეთ ავტომობილები წარმოუდგენელი ფასდაკლებით! კომპანიის სპეციალისტები არიან კავშირზე 24/7 რეჟიმში.
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში