ავტომობილები დიდი ბრიტანეთისა და აშშ-დან: პლუსები და მინუსები
გადაწყვეტილება საზღვარგარეთ სადაზღვევო აუქციონზე სატრანსპორტო საშუალების შეძენის შესახებ არის საკმაოდ ხშირი მოვლენა. ჯერ ერთი, ბევრი ეძებს ავტომობილების “მდიფარ“ კომპლექტაციებს, რომლისთვისაც არ მოუწევთ ზედმეტი თანხის გადახდა . მეორეც, უპირატესობას ანიჭებენ ტრანსპორტს შემოწმებული ისტორიითა და კარგ გზებზე გარბენით. მესამე, უბრალოდ არ უნდათ საქმის დაჭერა საქართველოში არაკეთილსინდისიერ გადამყიდველებთან.
რასაკვირველია, იმ ქვეყნების არჩევანი, სადაც შესაძლებელია გარბენიანი ავტომობილის შეძენა არ შემოიფარგლება აშშ და გაერთიანებული სამეფოთი. შესაფერისი ავტომობილი შეგიძლიათ მოიძიოთ გერმანიაში, კორეაში, აშშ-ში, საფრანგეთში, საქართველოში. მაგრამ თავდაპირველად Columbus-ის კონსულტანტების დახმარებით შევაფასოთ ანგლოსაქსების შესაძლებლობები სხვადასხვა კონტინენტზე – ევროპასა და ამერიკაში.
სად უნდა ეძიოთ მეორეული ავტომობილები დიდ ბრიტანეთში?
გაერთიანებულ სამეფოში გარბენიანი მსუბუქი ავტომობილის მოძიების საშუალება არც ისე ბევრია. ან ოფიციალურ დილერთან საავტომობილო სალონში, ან კერძო გადამყიდველთან. პირველ შემთხვევაში თქვენ იღებთ გარანტირებულ იურიდიულ უსაფრთხოებას. მეორეში – გელით ნაკლები ბიუროკრატიული ბერკეტი, თუმცა რამდენჯერმე იზრდება თაღლითის შეხვედრის ალბათობა.
კიდევ არსებობს ავტომობილის საავტომობილო სუპერმარკეტებში შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ ისინი ზრდიან ფასებს და გთავაზობენ კონტრაქტს საკუთარი ფინანსური ინტერესით. ეს შესაძლებლობა უფრო ინგლისელებისათვის, ვიდრე უცხოელებისათვის არის.
ყველაზე გონივრულია ავტომობილის მისაღებ ფასად ძებნა სპეციალიზებულ საიტებზე, განსაკუთრებით ავტო აუქციონებზე. წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალს:
-
autotrader.co.uk – პოპულარული რესურსი 40-წლიანი ისტორიით. სპეციალიზებულია ახალ და მეორეულ ავტომობილებზე (ჩვეულებრივ, დაზიანების გარეშე), მათ შორის კერძო გამყიდვლების და მსხვილი დილერების მიერ გასაყიდ ავტომობილებზე. კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
-
ebay.co.uk — მთეს მსოფლიოში ცნობილი ელექტრონული აუქციონის ბრიტანული ვერსია. პლატფორმაზე შეგიძლიათ მოიძიოთ ლოტები მინიმალური დაზიანებით.
-
british-car-auctions.co.uk – ინგლისში მეორეული ავტომობილების გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პლატფორმა-აუქციონიო. BCA ყიდის წელიწადში მილიონ ავტომობილზე მეტს.
-
raw2k.co.uk – საავტომობილო ონლაინ-აუქციონების კიდევ ერთი ბრიტანული ვებ-საიტი. ვაჭრობაზე წარმოდგენილია ათასობით მეორეული, ავარიული და ჩამორთმეული ავტომობილი. ონლაინ-კატალოგში აგრეთვე წარმოდგენილია მოტოციკლები და სკუტერები.
გაყიდვების შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად ბრიტანული აუქციონები მნიშვნელოვნად უთმობენ ამ მაჩვენებლით ამერიკულ აუქციონებს. მაგალითად, 2019 წლის იანვრიდან Copart-ის აუქციონზე იყო წარმოდგენილი 8 764 093 ავტომობილი (აზიური ქვედანაყოფის გარეშე). IAAI-ზე с 2019 წ. სექტემბრიდან – 6 530 924. ეს 8-10 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მსხვილ აუქციონზე!
ავტომობილები ბრიტანულ აუქციონებზე ხშირად იყიდება ფიქსირებულ ფასად, მაშინ როდესაც ამერიკულ აუქციონებზე შემუშავებულია წახალისების სისტემა დილერებისათვის.
მაგალითად, "А" (უმაღლესი) დონის დილერი $15-დან 20 ათ. დოლარამდე ღირებულების ავტომობილში იხდის ლოტის ღირებულების 4% ოდენობის საკომისიოს, მაშინ, როდესაც в то "С" დონის დილერი – მთელი 7%. თუკი მყიდველი იხდის მანქანის ღირებულებას ეგრეთ წოდებული "დაუცველი მეთოდით", მაგალითად, ფულის საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გზით, საკომისიო შეადგენს მანქანის ღირებულების 12%.
ნუ ფიქრობთ, რომ ამგვარი სისტემა აფრთხობს ჩვეულებრივ მყიდველებს. მაგალითად, Columbus აძლევს თავის კლიენტებს შესაძლებლობას კომპანიის "А" კატეგორიის ანგარიშის გამოყენებით შეიძინონ თავისი ავტომობილები გაცილებით უფრო იაფად.
აგრეთვე ამერიკული აუქციონებიდან უკეთ არის ორგანიზებული მიწოდება. იგივე Copart სთავაზობს დაავალოთ ის ავტორიზებულ სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებულ წარმომადგენლებს, სატრანსპორტო კომპანიებს და ლაუნჯ-ზონებს.
აშშ-ში ყველაზე პოპულარული აუქციონის პლატფორმები
Copart — ყოველდღიურად საიტზე განახლდება ინფორმაცია 50 ათ. ავტომობილის შესახებ. შესანიშნავი არჩევანი და დაბალი საკომისიო ხდის ამ პლატფორმას ყველაზე პოპულარულს მსოფლიოში. მოდელების ასეთი მრავალფეროვნება, როგორიცაა Copart-ზე დიდ ბრიტანეთში არ არის.
Manheim – აშშ-ს ტერიტორიაზე არის ამ აუქციონის 100 მეტი მოედანი. დაზიანებული და ახალი ავტომობილების უზარმაზარი არჩევანი, რომელთაგან თითოეული გადის დეტალურ შემოწმებას ვაჭრობის წინ.
IAAI – სადაზღვევო აუქციონების უმსხვილესი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვაჭრობაზე გამოაქვთ არამხოლოდ ავტომობილები, არამედ მოტოციკლები, კვადრო ციკლები, წყლის ტრანსპორტი და სახლები ბორბლებზეც კი.
დიდი ბრიტანეთიდან ავტომობილის შეძენა
მათთვის, ვისაც არ უნდა ლოტის ზღვით მიწოდების ხანგრძლივი ლოდინი ბრიტანეთიდან ავტომობილის არჩევანი არის ცხადი. მანქანა შეგიძლიათ მიიღოს 1,5-2 თვეში კი არა (აშშ-დან მიწოდების ვადა), არამედ გაცილებით უფრო მალე, ხელსაყრელ პირობებში –1,5 კვირაში.
დიდ ბრიტანულ პლუს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე კარგ მდგომარეობაში ავტომობილის იშვიათი მარკის მოძიების შესაძლებლობა. ხშირად აუქციონებზე წარმოდგენილია Jaguar, Land Rover, Bentley, Mini უმნიშვნელო დაზიანებებით. მათი ფასები არ არის ისეთი მაღალი, როგორც ჩვენთან.
ამავდროულად, ნისლიან ალბიონზე ავტომობილის შეძენას მნიშვნელოვანი მინუსიც აქვს. წარმოდგენილი ლოტების უმეტესი ნაწილი არის მარჯვენა საჭიანი. მძღოლების უმეტესობისათვის ეს დისკომფორტს ქმნის. გარდა ამისა, ეს შეიძლება სახიფათო იყოს, განსაკუთრებით ქალაქებში ინტენსიური მოძრაობით, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ვინაიდან ეს ამცირებს ხილვადობას.
და რა შევარჩიოთ?
Columbus-ის სპეციალისტებისათვის არჩევანი ცხადია: აშშ-ს და კანადის ავტობაზარი ათასობით მომგებიანი წინადადებით. ჩვენი კლიენტების უმეტესობისათვის ჩრდილოამერიკული რეგიონი პრიორიტეტულია. თუმცა არ უნდა მოვხსნათ სათვალავიდან არც კუნძულოვანი სახელმწიფო.
კლიენტის სურვილით ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიტანოთ ავტომობილი ნებისმიერი წერტილიდან. გარდა ამისა, ავტომობილი ინგლისიდან შეიძლება განხილულ იქნას დონორის სახით და გამოყენებულ იქნას სათადარიგო ნაწილებად სხვა ავტომობილის შეკეთებისთვის. საკმაოდ მომგებიანია, მაგალითად, სათადარიგო ნაწილების შეძენა კომპანია SYNETIQ-ს საწყობში, რომელიც სპეციალიზებულია დიდ ბრიტანეთში ავტომობილების დაშლასა და გადამუშავებაზე.
აშშ-ში ავტომობილების დაშლა სათადარიგო ნაწილებად აგრეთვე გავრცელებულია, მაგრამ ოკეანეს მიღმა დაუზიანებელი (ან მინიმალური დაზიანებებით) სატრანსპორტო საშუალების მიწოდება, რასაკვირველია, გაცილებით უფრო მომგებიანია.
ორეანეს მიღმა ყველა სედანი, ჰეჩბეკი, კროსოვერი მოწმდება კომპანია Columbus-ს ჩეკ-ფურცლებითა და სპეციალიზებული ამერიკული ვებ-რესურსების მონაცემთა ბაზებში, აქვთ დადასტურებული გარბენი და მომსახურების ისტორია.
ჩვენი მენეჯერები ეხმარებიან აშშ-ში მხოლოდ ნამდვილად ჩვენი კლიენტების ყურადსაღები ავტომობილის შეძენასა და მათ საქართველოში მიწოდებაში!შეთავაზებები
დახმარება სამსახურში