გამოიწერეთ ბიულეტენი

ვყიდულობთ ელექტრომობილებს გარბენით ამერიკაში: მთავარი წესები და ტოპ-მოდელები

ვყიდულობთ ელექტრომობილებს გარბენით ამერიკაში: მთავარი წესები და ტოპ-მოდელები

სულ ცოტა ხნის წინ ელექტრომობილები საავტომობილო აუქციონებზე აშშ-ში იყო უჩვეულო მოვლენა: ძირითადად ვაჭრობაზე გამოჰქონდათ პირველი თაობის Nissan Leaf. დღეს იაპონურ “ფოთოლს“ კონკურენციას უწევენ ათობით ბრენდი. Сolumbus-ის და ცნობილი საავტომობილო გამოცემაWhich?-ის ექსპერტები გიამბობენ თუ როგორ შეარჩიოთ ყველაზე ღირსეული ეგზემპლარები.

Volkswagen-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ელექტრომობილები ევროპაში ფაქტობრივად გაყიდულია მომდევნო წლის დასაწყისამდე. Kia აცნობებს, რომ ახალი შეკვეთები მის ახალ ფლაგმანზე EV6 სამწუხაროდ არ იქნება დაკმაყოფილებული უახლოეს პერიოდში. სხვა მწარმოებლები აგრეთვე იტყობინებიან შეყოვნების თაობაზე.

ამ ფონზე მეორეული ელექტრომობილების ბაზარი განიცდის ზრდას. SMMT-ის მონაცემების თანახმად, ელექტრომობილების გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდა 2022 წლის პირველ კვარტალში. ეს კვლავინდებურად არის გარბენიანი ავტომობილების ბაზრის მცირე წილი (2022 წლის პირველ კვარტალში 1,7მლნ.გაყიდული მეორეული ავტომობილებიდანმხოლოდ 14 582 იყო ელექტრომობილი), მაგრამ ბოლო ციფრი მუდმივად იზრდება. 

რა ღირს მეორეული ელექტრომობილები?


მეორეული ელექტრომობილის ფასი მერყეობს ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ავტომობილის მარკა და მოდელი, მისი ასაკი და ზოგადი მდგომარეობა. ამაში ისინი არაფრით განსხვავდებიან შიდა წვის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისაგან.

თუ გინდათ შეიძინოთ თითქმის ახალი მანქანა (რომელიც მხოლოდ ერთი წლის ან ოდნავ მეტისაა), ნუ მოელით ბევრი ფულის დაზოგვას. სავარაუდოდ, თქვენ მასში გადაიხდით თითქმის იმდენივე, რაც ახალ ავტომობილში. საუკეთესო ფასი ელექტრომობილებზე თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ აშშ-ს საავტომობილო აუქციონებზე– Copart, Manheim, IAAI, Adesaდა სხვ.რასაკვირველია,საუბარია გარბენიან ავტომობილებზე.

ელექტრომობილების პირველი მოდელების მიწოდება ამ მოედნებზე მიწოდება უკვე 2011 წელს დაიწყოს. პოპულარული ბრიტანული გამოცემა Which?-ის კვლევამ გამოავლინა რიგი მოდელები, რომლებმაც გაუძლეს დროის გამოცდას. შემდეგ ჩვენ ჩამოვთლით ზოგიერთ მათგანს - იმ მოდელებს, რომლებიც ღირს შეიყვანოთ პერსპექტიული შენაძენების სიაში.

მეორეული ავტომობილების შეძენა ნამდვილად კარგი იდეაა?


მეორეულ ავტომობილებს ბევრი უპირატესობა აქვთ. არსებობს ზოგიერთი პოტენციური საფრთხეც, რომელიც იმსახურებს აღნიშვნას.

ძირითადი პრობლემა – გარბენის მაჩვენებელი. ბოლო წლებში აწყობილია უფრო ეფექტური მყარსხეულიანიბატარეების წარმოება, რომლებიც იძლევიან 300 კმ მეტი მანძილის დამატებითი დამუხტვის გარეშე გავლის შესაძლებლობას. ბევრი მეორეული ავტომობილი საუკეთესო შემთხვევაში 200 კმ გადის. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის დამუხტვა მოგიწევთ თითქმის ყოველი მგზავრობის წინ. 

შეზღუდულ გარბენთან ერთად არსებობს კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი: წინა წლების ზოგიერთ ავტომობილს არ გააჩნია სწრაფი დამუხტვის ფუნქცია (რომელიც იყენებს უახლესს ტექნოლოგიებს).

ამის მიუხედავად, 200 კმ არის პარამეტრი, რომელიც აკმაყოფილებს ბევრ ქალაქის მაცხოვრებელს. მეორეული ძველი მოდელების ელექტრომანქანების უმეტესობა თავსებადია დასამუხტ მოწყობილობებთან, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა სწრაფად  –7 კვტ*სთ. საავტომობილო მაღაზიებში ამჟამად გაყიდვაში არსებული დასამუხტი მოწყობილობების ძირითადი მასა გათვლილია ელექტროენერგიის სწორედ ასეთ რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.

მართალია, რომ გარბენიანი ავტომობილების აკუმულატორები არაფრად ვარგა?

ლითიუმ-იონურიაკუმულატორის დეგრადაციის შიში, რომელიც თითქოსდა მკვეთრად ამცირებს ავტომობილის სვლის მარაგს, მყარად ჩაჯდა ავტომოყვარულთა გონებაში. მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ზედმეტი ნერვიულობა ღირს.

გამოცემაWich-ის ყოველწლიური საავტომობილო გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს: ჭორები აკუმულატორის ტევადობის შემცირების შესახებ (და,შესაბამისად, გარბენის მანძილზე) ნამდვილად გადაჭარბებულია. ელექტრომობილების მფლობელთა გამოკითხვები მოწმობენ აკუმულატორის სიმძლავრის მინიმალური შემცირების შესახებ (დაახლოებით 9% შვიდ წელიწადში). როგორც ჩანს დიაგრამიდან (იხ.ქვემოთ), 2014 წელს შეძენილი ელექტრომობილების ბატარეები საშუალოდ ინარჩუნებენ მუხტის თავდაპირველი ტევადობის 91%.

https://media.product.which.co.uk/prod/images/original/71f6cb4a3402-gm-0e63403f-a179-4e05-a363-1cd2e3182cea-average-ev-range-2021-1.jpeg

თუ თქვენ არ გაგიმართლათ, და თქვენ წააწყდით სიმძლავრის უფრო მეტ შემცირებას, შესაძლოა თქვენ დაგეხმარებათ ავტომობილის მწარმოებლის გარანტია. Kia, მაგალითად, კისრულობს ვალდებულებას დაფაროს მწყობრიდან გამოსული ბატარეის ღირებულება (70%ნაკლები მუხტი) 7 წლის განმავლობაში ანგარბენის 100 000 მილში (160 934 კმ).

რა უნდა შეამოწმოთ მეორეული ავტომობილის შეძენისას?

თუ თქვენ ყიდულობთ ელექტრომობილს დილერთან ან საავტომობილო აუქციონზე, სთხოვეთ უფლებამოსილ პირებს წარმოადგინონ ანგარიში აკუმულატორის ბატარეის შესახებ. ასეთი მონაცემები აღარ არის იშვიათობა, ბოლო დროს გამყიდველებმადაიწყეს მსგავსი ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, Manheim-ის აუქციონზე შესაბამისი სერვისის სახელწოდებაა EV BatteryHealthReports. აუქციონმა განახორციელა დაახლოებით $100 მლნ.ინვესტირება ინფრასტრუქტურაში,პროცესებსა და ინსტრუმენტებში, რათა კვალიფიციურად აწარმოოს ბატარეების დიაგნოსტიკა. ანალოგიური სამუშაოები ჩაატარეს Аdesa-ში და სხვა აუქციონის კომპანიებში, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას.

მეტიც, Kia-მ დაიწყო ინფორმაციის გამოქვეყნება მისი სადილერო ქსელის მეშვეობით გაყიდული ყველა მეორეული ელექტრომობილების შესახებ. Renault აგრეთვე აპირებს გარბენიანი აკუმულატორების შრომისუნარიანობის შემოწმების შეთავაზებას (თუმცა, სერვისის გაშვების კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის დადასტურებული).

ამასთანავე, ავტომობილის პირდაპირ გამყიდველისგან ან ონლაინ-სერვისის მეშვეობით შეძენისას, თქვენთვის ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ანგარიში მანქანის აკუმულატორის მდგომარეობის შესახებ. ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილის შეძენისას. შეიძლება დამოუკიდებლადაც, მაგრამ ძვირადღირებული შეცდომის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია სპეციალისტების დახმარებას მიმართოთ. მაგალითად, კომპანიაColumbusმაქსიმალურად იცავს ავტომობილის შენაძენს, სთავაზობს თავის კლიენტებს ამერიკის ყველა აუქციონზე წარმოდგენილ საუკეთესო ელექტრომობილებს.

პირველ რიგში, არაკეთილსინდისიერი მყიდველებისაგან დაცვის გარანტიასიძლევა Columbus-ის თანამშრომლების პროფესიონალიზმი. კომპანიის მენეჯერები იყენებენ 10-წლიან პრაქტიკაზე დაფუძნებული მუშაობის მეთოდიკები, რომლებიც იძლევიან ავტომობილის დაზიანების ხარისხისა და სიმძიმის, აკუმულატორის მდგომარეობის, შეკეთების ღირებულების სწრაფად განსაზღვრის შესაძლებლობას.

Columbus-ის თანამშრომლების დასკვნები შეიძლება დაადასტურონ აშშ-ში აუქციონებზე არსებული პარტნიორი-კომპანიების მექანიკოსები.კლიენტის სურვილით ისინი მოამზადებენ ანგარიშს ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და დაურთავენ მას დამატებით ფოტოებს.

ხარისხიანი შერჩევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს მანქანების შემოწმება მონაცემთა ამერიკულ ბაზებში. IC სწავლობს ავტომობილების ისტორიას ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ-სერვისში, როგორიცაა AutoChekდა CARFAX, რომელიც იძლევა სატრანსპორტოსაშუალების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის დადგენას: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მათი მონაწილეობიდან გეგმური ტექნიკური მომსახურების თარიღებამდე.

კომპანია არამხოლოდ გთავაზობთ ავტომობილების შეძენას, არამედ აგრეთვე ამოწმებს ყველა მთავარი დოკუმენტის შემოწმებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია საბაჟო კონტროლის გავლა. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - მათ სრულ შეცვლას ამერიკულ პოლიციის დეპარტამენტში. 

და ბოლოს, Columbusგთავაზობთ მანქანის მიწოდების მომსახურების სრულ პაკეტს. ეს მომსახურება გამოადგება კომპანიის იმ კლიენტებსა და პარტნიორებს, რომლებიც ენდობიან პროფესიონალებს, აფასებენ საკუთარ დროს და უნდათ თავი აარიდონ ავტომობილის შეძენასთან, მიწოდებასთან, განბაჟებასა და შეკეთებასთან დაკავშირებული რუტინულ პროცედურებს. 

Columbus-ის ჩამონათვალი: 5 საუკეთესო ელექტრომობილი გარბენით

1. Kia e-Niro (2019-2022).


პოპულარული ყველგანმავალი Kia e-Niroამოღებულია ავტოსალონებიდან და ჩანაცვლებულია მისი ახალი ვერსიით– KiaNiro EV. როგორც აღინიშნება კომპანიის პრეს-რელიზებში, სამხრეთ კორეული მწარმოებელი იმედოვნებს, რომ ახალი მოდელი შეიძლება შეედაროს  e-Niro-ს საიმედოობის ვარსკვლავურრეკორდთან.

ამასთანავე, რიგი საავტომობილო გამოცემა, რომელთა შორის Which?-მდაასახელა Kia e-Niroყველაზე საიმედო ელექტრო ყველგანმავლად, რომელიც მუშაობს საწვავის ყველა ტიპებზე - გასაოცარი მიღწევა, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც წესი, ელექტრომობილების საიმედოობა ოდნავ დაბალია, ვიდრე ენერგიის სხვა წყაროებზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ მეორეულ e-Niro-ზე ვრცელდება  Kia-ს გარანტიის ნაწილი – 7 წელი ანგარბენის 100 000 მილი (160 934 კმ).

ელექტრომობილის სვლის მარაგი შეადგენს 450 კმ (აკუმულატორის ტევადობით 64 კვტ*სთ).

ფასიაშშ-საუქციონებზე: $15 000-დან $35 000-მდე.

 

2. Mercedes-Benz B Class Electric Drive (2015-2017).


Mercedes მუდმივად აფართოებს ლუქს ავტომობილების ასორტიმენტს, მაგრამ არ უგულველყოფს ElectricDrive მაგვარი მოკრძალებული“ბაიას“რეკლამირებას. 

მინივენის შასის კონსტრუქცია იდეალურად ჯდება СО2-ს გამონაბოლქვის შეზღუდვის ეროვნულ პროგრამებში. თუმცა არსებობს განსხვავება “გერმანელ ელექტრიკსა“ და შიდა წვის ძრავიანიტყუპისცალს შორის (საბარგული ოდნავ პატარაა, ხოლო უკანა სავარძლები არ იკეცება სრულად), ავტომობილის სალონი დარჩა ფართო და კომფორტული.

132 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავი აგრეთვე არ ჩამოუვარდება შიდა წვის ძრავიან ანალოგებს წარმადობაში და განსაკუთრებით კარგია დაბალ სიჩქარეზე.

ფასიაშშ-საუქციონებზე: $16 000 -დან $21 000-მდე.

 

3. Nissan Leaf (2011-2017).


მსოფლიოში პირველი მასობრივი ელექტრომობილი გამოიშვა მაშინ, როდესაც “პარადი“ მიჰყავდა შიდა წვის ძრავას, მაგრამ რჩება ელექტრობაზეგადასვლის ღირსეული (და მომგებიანი) ხერხი.

Leaf — ფართო ხუთკარიანი ჰეჩბეკი პრაქტიკული და მოხერხებული ყოველდღიურ გამოყენებაში. ის ხარისხიანად აწყობილია და (გადაცემათა კოლოფის უცნაური ბერკეტის გარდა) ინტუიციურადგასაგებია მართვაში. 

ელექტრომობილი იყენებს Nissan-ის სწრაფი დამუხტვის მაერთებელიChamedo, რომელიც არ არის ისეთი გავრცელებული როგორც მწარმოებელთა უმეტესობის მიერ მიღებული მაერთებელი CCS, მაგრამ ეს არ იწვევს პრობლემას დამუხტვის უმეტეს წერტილში.

ერთადერთი პრობლემა – Leaf-ის შეზღუდული დიაპაზონი. Which?-ის მიერ ტესტირებული მოდელები ოდნავ აღწევდნენ 140 კმ სრული დამუხტვის პირობებში.

ფასიაშშ-საუქციონებზე: $6 364 -დან $14 465-მდე.

 

4. Volkswagen e-Golf (2014-20).


სხვა თანამედროვე ელექტრომობილებისაგან განსხვავებით, VW e-Golf აძლევს მძღოლს შესაძლებლობას რბილად გადაერთოს ელექტრობაზე. შიგნიდან და გარედან ის თითქმის არ განსხვავდება ბენზინის მოდელისაგან და სთავაზობს ისეთივე სიამოვნებას ტარებისაგან. 

თუმცა VW e-Golfვერ გაუწევს კონკურენციას ბოლო მოდელებს სვლის მარაგისა ან დამუხტვის მაქსიმალური  ტევადობით ავტომობილი ნამდვილად კარგია კონსტრუქციულობის თვალსაზრისით.

როგორცNissanLeaf-ის შემთხვევაში, e-Golf-ის ძლიერი მხარეებია ფართო სალონი და გამოყენების სიმარტივე.

ფასიაშშ-საუქციონებზე: $15 000 -დან $22 000-მდე.

 

5. BMW i3 (2013-22).


იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ჯერ კიდევ შესაძლებელია ახალი i3-ის ონლაინშეკვეთა, BMW წყვეტს მის წარმოებას. ელექტრომობილის ადრეული მოდელები ცხრაწლიანი საწარმოო ციკლის შემდეგ ხელმისაწვდომია ევროპასა და აშშ-ში შეღავათიან ფასად $15 000-დან.

i3 იყო პრემიუმ-კლასის ერთ-ერთი პირველიელექტროჰეჩბეკი.მისი ფუტურისტული სტილი საკმაოდ შორს არის BMW-ს სხვა მოდელების დიზაინისაგან, მაგრამ ხარისხი და შესანიშნავი მახასიათებლები ჩვეულ დონეზეა.

შეგახსენებთ, რომ i3-ს ადრეული მოდელები იყო ხელმისაწვდომი ჰიბრიდისსახით, რომელიც ზრდის სვლის მარაგს, მცირე ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის და აკუმულატორისდამუხტვისათვის. თუ გეგმავთ i3-ის გამოყენებას მოგზაურობაში შორ მანძილზე, ყურადღება მიაქციეთ სწორედ ამ მანქანებს.

გარდა ამისა, გირჩევთ 2016 წლიდან გამოშვებული “სუფთა“ ელექტრომობილების მოდელებს— ისინი აღჭურვილია განახლებული BMWაკუმულატორის ბლოკით, რომელიც ზრდის სვლის მარაგს.

ფასიაშშ-საუქციონებზე: $13 000 -დან $37 000-მდე.

(182)

დახურული ტელეგრამის კლუბი

საუკეთესო შეთავაზებები აშშ-ს ყველა ხელმისაწვდომი მანქანის აუქციონიდან.

იყავი პირველი, ვინც შეიტყო "ყველაზე ცხელი ლოტების" შესახებ ამერიკულ აუქციონებზე. ასობით დიდი გარიგება გელოდებათ! შემოუერთდი ჩვენს კლუბს!

  • BMW
  • VW
  • Ford
  • Mazda
  • Toyota
  • Honda
  • Lexus
  • Kia
  • Hyundai
  • Nissan
  • Mitsubishi
  • Chevrolet
  • Lincoln
  • Cadillac
  • Mercedes
  • Tesla
  • Audi
  • Opel
  • Alfa Romeo
  • Dodge