CrashedToys: სათამაშოები მეოცნებეებისათვის
CrashedToys – აუქციონების ვებ-საიტი მოტოციკლებისა და სხვა ტექნიკის (მათ შორის სპორტული, რომელსაც აშშ-ში უწოდებენ PowerSports- “ძალურს“) გასაყიდად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველ კვირა პლატფორმის აუქციონებზე წარმოდგენილია ასობით მეორეული (დაზიანებებითა და დაზიანების გარეშე) მოტოციკლები, კვადროციკლები, ყველგანმავლები, ეგზოტიკური და კლასიკური ავტომობილი, ნავები, ჰიდროციკლები, თოვლმავლები.
მათ სიამოვნებით იძენენ მთელს მსოფლიოში: ზოგი - შეკეთებისთვისა და შემდგომი გაყიდვისთვის, ზოგი - საკუთარი დიდი ხნის ოცნებების რეალიზებისთვის.
CrashedToys ემსახურება არამხოლოდ დილერებს, არამედ ავტო- და მოტოტექნიკის ჩვეულებრივ მოყვარულებს. კომპანია დაარსდა 2000 წელს და სწრაფად მოიპოვა “საკუთრების უფლების გარეშე“ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და აგრეთვე ჩამოწერილი ავტომობილების გაყიდვის ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ-რესურსის რეპუტაცია.
2013 წელს CrashedToys შეიძინა Copart-მა - მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, რომელმაც დანერგა საავტომობილო ონლაინ-აუქციონები. აღნიშნულმა საშუალება მისცა CrashedToys-ის განავითაროს და გააფართოვოს საკუთარი სააუქციონო პლატფორმა მეორეული და შეკეთებისთვის ვარგისი ავტო- და მოტოტექნიკის აშშ-ში Copart-ის 180 მეტ მოედნიდან შეთავაზების გზით.
ვიწყებთ გზას
CrashedToys-ის აქვს ტრანსპორტი ნებისმიერისათვის: დაშლის ხელოსნებისთვის, ძარას სახელოსნოების, ლითონის შემსყიდვლებისათვის, დილერებისა და ინდივიდუალური მყიდველებისთვის.
თუ გინდათ შეიძინოთ აუქციონზე ავტომობილი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება, მოგიწევთ შემდეგი ნაბიჯების შესრულება.
-
შეიტანეთ დეპოზიტი.
-
მოიძიეთ თქვენი ბროკერი.
-
დაიწყეთ ავტო/მოტოტექნიკის მოძიება.
-
დაამატეთ სატრანსპორტო საშუალება დაკვირვების სიაში.
-
შეუერთდით აუქციონებს.
-
განათავსეთ ფსონი.
-
გადაიხადეთ და წაიყვანეთ სატრანსპორტო საშუალება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების შესრულება მოსახერხებელია აპლიკაცია CrashedToys Mobile-ს მეშვეობით, რომელიც შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ App Store-ში.
ძებნა CrashedToys-ზე
CrashedToys-ის პლატფორმაზე სატრანსპორტო საშუალების ძებნა არ არის რთული. ხარისხიანი ფოტოს ნახვა შესაძლებელია პირდაპირ ძებნის შედეგებში. შერჩეული მანქანების თვალყურის დევნა შეიძლება Watchlist-ის ფუნქციის გამოყენებით.
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ძებნა უამრავი პარამეტრის მიხედვით :
-
მანქანის ტიპი.
-
დაზიანების ტიპი.
-
სათაურის ტიპი.
-
პოპულარული საქონელი
-
და ა. შ..
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ იპოვოთ მანქანა ან მოტოციკლი გამოშვების წელის, მარკის, მოდელის, ადგილმდებარეობის, VIN-კოდის მიხედვით. ძებნის დასრულების შემდეგ დააზუსტეთ მისი შედეგები, შესაბამისი ფილტრების გამოყენებით. გახსენით ფოტო მოდალურ ფანჯრებში ავტომობილის გაფართოებული დათვალიერებისათვის. დათვალიერებიდან თქვენ მარტივად დაბრუნდებით აუქციონზე.
გირჩევნიათ ტექსტური ძებნის განხორციელება საძიებო საგნის აღმნიშვნელი სიტყვის ან ფრაზის შეყვანის გზით? გამოიყენეთ ინსტრუმენტების პანელი «ძებნა» CrashedToys-ის ნებისმიერი გვერდის ზედა ნაწილში.
თუ გაქვთ მომართვა, რომელთანაც გინდათ დაბრუნება მოგვიანებით, დააჭირეთ ღილაკს «შენახული ძებნა» ძებნის შედეგების ნებისმიერი სიის ზედა ნაწილში.
საძიებო მომართვისა და დაკვირვების სიების შენახვის შესაძლებლობა ხელმისაწვდომია CrashedToys Mobile-ის აპლიკაციაში. ის არ დაიკარგება, როდესაც თქვენ შეხვალთ CrashedToys-ში თქვენი კომპიუტერიდან.
მონაწილეებისათვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ელექტრონულ ცხრილებს, CrashedToys შესთავაზებს მონაცემებს ავტომობილების გაყიდვის შესახებ CSV-ის ფორმატში (შეიძლება გადაყვანილ იქნას Excel-ის ფორმატში). ამჟამად ეს ფუნქცია შემოთავაზებულია მხოლოდ ვებ-საიტზე. ამის მიუხედავად ეს არის სატრანსპორტო საშუალებების შესახებ მონაცემების ლოტის ნომრის, აუქციონის ჩატარების დროის, გაყიდვისთვის დაგეგმილი ყველა ლოტის ადგილმდებარეობის მიხედვით დახარისხების შესანიშნავი შესაძლებლობა.
წინასწარი ვაჭრობა
CrashedToys-ის მონაწილეებმა შეიძლება განათავსონ წინასწარი ფსონები სატრანსპორტო საშუალებებზე “ცოცხალი“ აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ნებისმიერ დროს.
გაითვალისწინეთ, რომ წინასწარი ფსონის დადებისას თქვენ ზრდით ავტომობილის ღირებულებას ვაჭრობის წინ.
თქვენი ფსონი მოიგებს, თუ არც ერთი სხვა მონაწილე არ შემოთავაზებს უფრო მაღალ ფასს წინასწარ ეტაპზე ან რეალური დროის რეჟიმში აუქციონის ჩატარებისას.
მიაქციეთ ყურადღება, რომ წინასწარი ფსონისა და “რეალური“ დროის რეჟიმში თანაბარი ფსონის შემთხვევაში უპირატესობა აქვს ვაჭრობის ვირტუალურ (“ცოცხალ“) მონაწილეს, რომელმაც შესთავაზა ყველაზე მაღალი ფასი ლოტში.
რეგისტრაციის შემდეგ გააგზავნეთ სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობა ფოტოთი საიტზე არსებული ლიცენზიების ჩატვირთვის პროგრამის მეშვეობით.
წინასწარი ვაჭრობა გახსნილია CrashedToys-ის ყველა მონაწილისთვის, რომლებმაც შეიტანეს აუქციონის მონაწილეობის შენატანი (დეპოზიტი) და წარმოადგინეს საჭირო ბიზნეს-ლიცენზიები (არსებობისას).
ცოცხალი ვაჭრობა
ონლაინ-აუქციონის CrashedToys-ის დაპატენტებული ტექნოლოგიის წყალობით ვაჭრობის მონაწილეებს შეუძლია დადონ ფსონი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად - თქვენი კომპიუტერის, მობილური მოწყობილობის ან ბროკერის მეშვეობით ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტის: "ავტომატური ზრდა", "საკუთარი ფსონი", "ფსონი Monster"-ის შერჩევის გზით.
აუქციონის სხვა მონაწილეებთან თამაშისას დააკვირდით უკუსვლის წრიულ დინამიურ ტაიმერს. როდესაც ვაჭრობა შეწყდება, ის წითლად გაფერადდება.
თუმცა ამის შემდეგადაც გამყიდვლები, რომლებმაც განათავსეს მინიმალური ფსონი ან ფსონი დადასტურებისათვის, შეიძლება შეახსენონ ამის თაობაზე. მოგებულად ითვლება გამყიდვლის მიერ ვაჭრობის დასრულების შემდეგ მომდევნო სამუშაო დღის 18:00 საათამდე მიღებული ფსონი.
"ყიდვა ახლა"
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ლოტი წინასწარ დადგენილ ფასად. ამისთვის არსებობს ფუნქცია «ყიდვა ახლა». ხშირად ის იძლევა ტრანსპორტის მაქსიმალური სარგებლით შეძენის შესაძლებლობას.
ლოტის მოგების შემდეგ
ყველა შენაძენი უნდა იქნას ანაზღაურებული ორი სამუშაო დღის განმავლობაში (თუ არ ჩავთვლით გაყიდვის დღეს). გადახდა ხორციელდება ფულადი გზავნილით, კომპანიის ჩეკით (ამისათვის საჭიროა აუქციონის წინასწარი თანხმობა) ან საბანკო გადარიცხვით. გამყიდვლის თანხმობის მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ტექნიკის ღირებულება პირდაპირ ePay -ის მიმდინარე ანგარიშიდან ან ნაღდი ანგარიშსწორებით, საკრედიტო ან სადებეტო ბარათით გადახდა.
ყურადღება! ამჟამად გადახდა CrashedToys Mobile-დან შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი თუკი თქვენ თამაშობთ ფსონს თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, გადახდა მოგიწევთ კომპიუტერიდან ან აუქციონის სალაროში ვიზიტისას.
მოგებული სატრანსპორტო საშუალების წამოღება შესაძლებელია მხოლოდ ყველა მოსაკრებლის გადახდის (მათ შორის შენახვის, ჩატვირთვის/ჩამოტვირთვის, ვადაგასული გადახდის) შემდეგ.
ტრანსპორტის შენახვის ტარიფები შეიძლება განსხვავდებოდეს სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. სატრანსპორტო მომსახურება არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი, ინფორმაცია მათ შესახებ უნდა დააზუსტოთ.
იმის დასადგენად შეესაბამება თუ არა თქვენი ავტომობილი შემდგომი ტრანსპორტირების მოთხოვნებს, ეწვიეთ ავტომობილის ლოტის მონაცემების გვერდს მოგებისთანავე. ქვეთავში «ადგილმდებარეობა და მიწოდება» არის ყველა საჭირო მონაცემები.
ავტომობილის შერჩევასთან, მისი ისტორიისა და დოკუმენტების შემოწმებასთან, საბაჟო გაფორმებასთან, მიწოდებასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან აცილება შესაძლებელია Columbus-ში მომართვის გზით.
კომპანიის სპეციალისტები 10 წელზე მეტია უწევენ კონსულტაციებს ავტო აუქციონებზე სატრანსპორტო საშუალებების შემძენ მყიდველებს. Columbus არამხოლოდ უზრუნველყოფს ავტო- და მოტოტექნიკის შეძენის უსაფრთხოებას, არამედ ხდის საზღვარგარეთ მანქანის შეძენას მომგებიანს - კერძოდ, საკომისიო ხარჯებისა და მიწოდების ხარჯების შემცირების საშუალებით.
ამას ხელს უწყობს ამერიკისა და ევროპის ყველა მსხვილ აუქციონზე გახსნილი კომპანიის სადილერო ანგარიშები, მისი ხანგრძლივი კავშირები საერთაშორისო გადამზიდველებთან, პორტებისა და საბაჟოების პერსონალთან, გამოცდილ შემკეთებლებთან.
იოცნებეთ და შეარჩიეთ. დანარჩენი – Columbus-ის საზრუნავია!
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში